სერბეთის ქალაქ ნოვისადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის 2 მედალია.
საქართველოს პირველი მედალი თემურ ორჯონიკიძემ (77 კგ.) მოუტანა. ქართველი მოჭიდავე ფინალში უკრაინელ ირფან მირზოევას დაუპირისპირდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
მეორე მედალი აჩიკო ბოლქვაძის (87 კგ.) ანგარიშზეა. ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი იესინ ბენ ლაბედი დაამარცხა.









