ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საფეხბურთო აგენტებს აკრიტიკებს და ამ შემთხვევაში, ადრესატი კვარას მაშინდელი აგენტი მამუკა ჯუღელია.
მოგეხსენებათ, დე ლაურენტისმა გაიხსენა, თუ როგორ სთავაზობდა პსჟ 200 მილიონ ევროს, ოსიმენისა და კვარას სანაცვლოდ და როგორ ითხოვდა კონტე კვარას დარჩენას.
"ნებისმიერ 28 წლამდე ფეხბურთელს, 3-წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, შეუძლია, რომ ნებისმიერი კომპენსაციის გარეშე გუნდიდან წავიდეს. ვინაიდან ფეხბურთელს და აგენტს ნაპოლიდან წასვლა ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, მისი გაყიდვა გადავწყვიტე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გზა იქნებოდა ფეხბურთელისთვისაც და ჩვენთვისაც.
მწვრთნელი უკმაყოფილო იყო, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ ეს იურიდიული პრობლემების გამო უნდა გამეკეთებინა.
ამერიკულ კინოსამყაროში აგენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია რეალური წარმატება მოუტანოს რეჟისორს, სცენარისტს ან მსახიობს. ფეხბურთში აგენტი უბრალოდ ვამპირია, რომელიც ყველგან ფულს იწოვს!“ - აცხადებს დე ლაურენტისი.









