ამ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი ლევანტეს მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ გააკეთა.
"ეს ტრანსფერი თავიდანვე ვიცოდი. ჩემი სურვილია, რომ ჩემს გვერდში ის ფეხბურთელები იყვნენ, ვინც მინდა და გავუშვათ ისინიც, ვინც არ მინდა, თუმცა სატრანსფერო ბაზრის რეალობა სხვაგვარია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ლევანტეს ფეხბურთელები ამ ტრანსფერით ბედნიერები არიან, რადგან ქოჩორაშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ ამავედროს, ისინი გულდააწყვეტილები არიან იმის გამო, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გვტოვებს.
ამ ტრანსფერის შემდეგ, გიორგის ვესაუბრე და სეზონის ბოლომდე ის ერთგულად ჩვენს გვერდით იქნება", - განაცხადა ლევანტეს მწვრთნელმა.









