ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა არნე სლოტი გააკრიტიკა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, გუნდმა, რომელმაც ტრანსფერებში დახარჯა 450 მილიონი და ამასთან ერთად, 4-ეულში ვერ მოხვედრის საშიშროების წინაშე დგას, ახალი დამრიგებელი უნდა ეძებოს.
"ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც გასულ სეზონში გახდა პრემიერ ლიგის გამარჯვებული, წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის საშიშროების წინაშე დგას. იმის ფონზე, თუ როგორ თამაშობენ ბოლო დროს იუნაიტედი და ჩელსი, ლივერპული შესაძლოა მართლაც საგზურის გარეშე დარჩეს.
ასეთ დროს დღის წესრიგში მწვრთნელის შეცვლის საკითხი უნდა დაისვას. სლოტმა ტრანსფერებში დახარჯა 450 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მაგრამ მერსისაიდელები კონკურენციას ვერავის უწევენ. მათი ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა არაფერს ნიშნავს."









