ლებრონი, კარი, დურანტი, ემბიდი - ამერიკის შეერთებული შტატების გუნდის შემადგენლობა ფენომენალურია და ამ ბიჭებს ნამდვილად შეუძლიათ ჯორდანს და სხვა ლეგენდებს, კონკურენცია გაუწიონ. იმ კალათბურთელებს, რომლებმაც ეს სპორტის სახეობა თაობებს შეაყვარა.

შედარება 1992 წლის გუნდთან:
სია საკმაოდ სოლიდურია და თამამად შეგვიძლია იმაზე მსჯელობა, რომ ისტორიაში საუკეთესოობაზეც ექნებათ პრეტენზია. ამ გუნდის მთავარი კონკურენტი 1992 წლის ნაკრები შეიძლება იყოს, რომელმაც 32 წლის წინ, მთელი მსოფლიოს მოჯადოვება მოახერხა. ამ გუნდის ლიდერი მაიკლ ჯორდანი იყო, რომელიც იმ პერიოდში დიდების მწვერვალზე გახლდა. იმ მომენტის საუკეთესო მოთამაშე, ადამიანი, ვისი მიბაძვაც ყველას სურდა, ის იყო "Be Like Mike". მის გვერდით იყვნენ ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი, მოთამაშეები რომლებიც ამერიკული კალათბურთის ისტორიაში არიან შესულები. იმ საოცარ გუნდში ასევე ირიცხებოდნენ ჩარლზ ბარკლი, დევიდ რობინსონი, ჯონ სტოკტონი, კარლ მელოუნი, სკოტი პიპენი, პატრიკ ევინგი და სხვა მრავალი ვარსკვლავი, რომლებიც 90-იანი წლების ლეგენდები იყვნენ. NBA-ში მათ თამაშებს მილიონობით ადამიანი უყურებდა და დღემდე ისინი ყველასთვის საყვარელი კალათბურთელები არიან.
მაგრამ წლევანდელი გუნდი, ნიჭიერების თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უკეთესია. მართალია, ლებრონ ჯეიმსი კარიერის დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ის მაინც ლებრონია და ნებისმიერ დროს ექნება პრეტენზია პირველობაზე. სტეფ კარი და კევინ დურანტი 35 წელს გადასცდნენ, მაგრამ ისინი მაინც NBA-ს სუპერვარსკვლავები არიან. მათთან ერთად კი ახალი თაობაც იქნება: ჯეისონ ტატუმი, ენტონი ედვარდსი, ტაირის ჰალიბარტონი და სხვები. Team USA-ს ნაკრებს აქვს ყველაფერი, რომ 1992 წლის გუნდს ცალსახა კონკურენცია გაუწიოს.

ამის მიუხედავად, 1992 წლის Dream Team ბევრი მიზეზის გამო შეიძლება ერთადერთი და განუმეორებელი იყოს, რადგან ეს იყო NBA-ს მოთამაშეებისგან შემდგარი პირველი ოლიმპიური გუნდი. ამ მოთამაშეებმა ეპოქის შექმნა დაიწყეს და მსოფლიოს აჩვენეს, რომ ამერიკაში საკალათბურთო ცხოვრება სულ სხვა დონეზე იყო. ამის შემდეგ კი იწყება ამერიკაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოთამაშებიის რაოდენობის გაზრდა, უნდა აღნინიშნოს, რომ არც ეს მოთამაშეები ჩამორჩებოდნენ ამერიკელებს თავიანთი ნიჭით. პაუ გასოლის, ტონი პარკერის, დირკ ნოვიცკის თაობა, რომელიც გაიზარდა ზემოთ ხსენებული ოცნების გუნდზე მითების მოსმენით და NBA-ში ჩასვლის შემდეგ საკუთარი ისტორიის დაწერა დაიწყეს. რეგულარული სეზონის ბოლო 5 სეზონში MVP-ის ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო მოთამაშემ (არა ამერიკელმა), რომელთაგან ყველაზე ძლიერი სერბია და ის 1992 წლის გუნდის თამაშების ყურებაში გაიზარდა.
პარიზის ოლიმპიადა და დიდი კონკურენცია
განსხვავება 1992 წლის ოქროს თაობასა და წლევანდელ გუნდს შორის ისაა, რომ პარიზში ამერიკის მეტოქეები კალათბურთელებთან არა ფოტოს გადაღებაზე, არამედ მათ დამარცხებაზე იფიქრებენ. წელს ოლიმპიადაზე დიდი კონკურენცია იქნება და ამერიკის ვარსკვლავურ შემადგენლობას, ოქროს მედლის მოპოვება მარტივად არ გამოუვა. გერმანია, საფრანგეთი, სერბეთი, ეს ის ნაკრებებია, რომლებშიც NBA-ს მოთამაშეები თამაშობენ და არა მარტო ისინი - ამ გუდნებში ჩვენ ვხვდებით ევროპაში მოთამაშე კალათბურთელებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ამერიკელებს სათანადო კონკურენციას გაუწევენ.
პარიზის ოლიმპიადა სტარტს 25 ივლისს აიღებს, ჩვენ კი წინ გველოდება საოცარი მატჩები ამერიკისა და სხვა ნაკრებების შესრულებით. დაწერს თუ არა ისტორიას ახალი Dream Team, ამას ყველა ერთად გავიგებთ.