ოფიციალურად — ერიკ ტენ ჰაგი ტვენტეს ახალი ტექნიკური დირექტორია! ნიდერლანდურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა, სადაც წერია, რომ 55 წლის სპეციალისტი საქმიანობას 1 თებერვლიდან შეუდგება, მისი კონტრაქტი კი ძალაში 2027 წლამდე იქნება.
ერიკ ტენ ჰაგს მწვრთნელობის გარდა სპორტულ მენეჯერადაც უმუშავია, თუმცა ტექნიკური დირექტორობა მისთვის სრულიად ახალი გამოწვევაა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდელი სპეციალისტი ბოლოს ლევერკუზენში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, საიდანაც 2025 წლის 1 სექტემბერს გამოუშვეს.









