ეროვნული ლიგის სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა ნუნო კოშტამ თანამდებობა დატოვა.
გუნდი გუშინ შეიკრიბა და მზადება დაიწყო როგორც სეზონის მეორე ნახევრისთვის, ისე ევროტურნირებისთვის. წელს დილა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ითამაშებს.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, დილას ახალი მთავარი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი დიეგო ლონგო იქნება, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.
49 წლის ლონგო თავის დროზე ალ ჰილალის, დინამო კიევის, პაოკის მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. ბოლოს ის იტალიურ სესტრი ლევანტეს წვრთნიდა.
ლონგოს გუნდში დიდი მიზნები აქვს, კლუბი ზაფხულში ახალი ფეხბურთელების მიყვანას აპირებს, რის შესახებაც ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით. ამჟამად, დილას 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.









