"ბუნდესნაკრების" შემთხვევაში მინიმუმ ხუთგოლიანი სხვაობით მარცხი მოხდა 2014 და 2021 წლებში, ამიერკავკასიელებმა ჯერ წააგეს 1:6, შვიდი წლის შემდეგ კი 0:6. რაც შეეხებათ "თეთრ-წითლებს", 0:7 1997 წელს და 1:6, 28 წლის შემდეგ. ასევე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მხოლოდ იტალიასა და ნორვეგიას მოუგია "მთიელებისთვის" საქართველოზე დიდი ანგარიშით, 9:1 და 9:0.
"სკუადრა აძურამ" სომხეთი გაანადგურა 2019 წელს, "ვიკინგებმა" კი სამი წლის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ 1997 წლიდან - 2019-მდე, რეკორდი სწორედ "ჯვაროსნებს" ეკუთვნოდათ. აქვე დავამატებთ იმასაც, გიორგი მიქაუტაძეს "წითლების" კარში დაუგროვდა 4 ბურთი, მასზე მეტი აღნიშნული გუნდისთვის მხოლოდ ანდრეი შევჩენკოსა (7 ბურთი) და კრიშტიანუ რონალდუს (5 ბურთი) აქვთ შეგდებული.
ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ











