კრისტიან ძაკარდომ დაასახელა სამი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც მომავალში ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული გზის გამეორება შეუძლია. ყოფილი იტალიელი უკანახაზელისთვის ასეთი მოთამაშეები არიან ზურიკო დავითაშვილი, გიორგი კვერნაძე და ანდრია ბართიშვილი.
"ახალი კვარაცხელია? ბევრი კარგი ფეხბურთელია. მაგალითად, დავითაშვილი, რომელიც სენტ-ეტიენში თამაშობს. ასევე კვერნაძე ფროზინონედან, რომელმაც ახალგაზრდულ ევრო 2025-ზე ითამაშა. გიორგის თამაშს ვადევნებდი თვალს და მინდა აღვნიშნო, მას დიდი პროგრესი აქვს.
რაც შეეხებათ კიდევ უფრო ახალგაზრდებს, ბართიშვილს გამოვარჩევ. ის ძალიან პატარაა, თუმცა ნიჭიერი. აღსანიშნავია, რომ ის უკვე არის არაერთი კლუბის ყურადღების ცენტრში. მათ გარდა, კიდევ არაერთი კარგი მოთამაშეა."









