ფლორიან ვირცის ბაიერ ლევერკუზენიდან ლივერპულში ტრანსფერი გაოფიციალურდა. ინგლისურმა გუნდმა ახალგაზრდა გამთამაშებლის სანაცვლოდ "ფარმაცევტებს" 125 მილიონი ევრო გადაუხადა. გერმანელი ფლეიმეიქერი გახდა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში.
მერსისაიდელების გამთამაშებელმა გაუსწრო პრემიერ ლიგის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ჯეკ გრილიში, დეკლან რაისი და ენცო ფერნანდესი. ამის გარდა, 22 წლის ფლეიმეიქერის ტრანსფერით, ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა 10-ეულიდან ამოვარდა "წითლების" კიდევ ერთი ფეხბურთელი, დარვინ ნუნიესი.
პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები
| ფეხბურთელი | ტრანსფერი | თანხა |
| ფლორიან ვირცი | ლევერკუზენიდან-ლივერპულში | 125 მილიონი ევრო |
| ენცო ფერნანდესი | ბენფიკადან-ჩელსიში | 121 მილიონი ევრო |
| ჯეკ გრილიში | ასტონ ვილადან-მან სიტიში | 117 მილიონი ევრო |
| დეკლან რაისი | ვესტ ჰემიდან-არსენალში | 116.60 მილიონი ევრო |
| მოიზეს კაისედო | ბრაიტონიდან-ჩელსიში | 116 მილიონი ევრო |
| რომელუ ლუკაკუ | ინტერიდან-ჩელსიში | 113 მილიონი ევრო |
| პოლ პოგბა | იუვენტუსიდან-მან იუნაიტედში | 105 მილიონი ევრო |
| ანტონი დოს სანტოსი | აიაქსიდან-მან იუნაიტედში | 95 მილიონი ევრო |
| იოშკო გვარდიოლი | ლაიფციგიდან-მან სიტიში | 90 მილიონი ევრო |
| ჰარი მაგუაირი | ლესტერიდან-მან იუნაიტედში | 87 მილიონი ევრო |









