თუმცა როგორც კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა, ახალი სეზონიდან საბურთალო ახალი სახელით იასპარეზებს.
საბურთალოს ნაცვლად, საქართველოს ჩემპიონატში იბერია 1999 იასპარეზებს. ხეჩიკაშვილის თქმით, კლუბი ყველაფერს ახალი ფურცლიდან იწყებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საბურთალომ საქართველოს თასი მოიგო და წელს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.









