ინტერი მომდევნო ტურისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. კრისტიან კივუს გუნდის შემდეგი მეტოქე ატალანტაა და როგორც დღეს გაირკვა, "ნერაძური" ამ საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება.
ინტერის ოფიციალურ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, ენჟ-იოან ბონიმ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ 15-20 დღეს იუქმებს. ამის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელს ახალი გამოკვლევები ჩაუტარდება, სადაც გაირკვევა როდის დაბრუნდება მოედანზე.
შეგახსენებთ, ინტერში ტრავმა კიდევ ორ ფეხბურთელს აწუხებს, კერძოდ ფრანჩესკო აჩერბისა და დენზელ დუმფრისს.









