MLS-ში გამართული მატჩი ნიუ იორკ სიტისა და ინტერ მაიამის შორის, სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
ინტერ მაიამის მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა არგენტინელმა შემტევმა ლეო მესიმ, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.
მესის კარიერაში უკვე 71 საჯარიმო გოლი მოუგროვდა და ყველაზე მეტ ჯარიმის გამტან ფეხბურთელებში ლეგენდარულ პელეს გადაასწრო.
მესის 6 ჯარიმის გატანა აკლია, რათა ყველა დროის რეკორდი დაამყაროს და ჟუნინიოს გაუთანაბრდეს.
ყველაზე მეტი ჯარიმის გამტანი ფეხბურთელები ისტორიაში
| ფეხბურთელი | ჯარიმების რაოდენობა |
| ჟუნინიო | 77 |
| ლეო მესი | 71 |
| პელე | 70 |
| რონალდინიო | 66 |
| ვიქტორ ლეგროტალიე | 66 |









