მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას ესპანელი შემტევი ლამინ იამალი ბევრი გოლის გატანით ვერ გამოირჩა, მან 2025 წელს საუკეთესო შედეგები დააფიქსირა.
კერძოდ, ევროპის მაშტაბით იამალს ერთ კალენდარულ წელიწადში ყველაზე მეტი დრიბლინგი უფიქსირდება.~
იამალმა ყველა ტურნირზე ჯამში 285 დრიბლინგი გააკეთა, ამ შედეგთან ახლოსაც კი არავინაა. მეორე ადგილს მანჩესტერ სიტის შემტევი ჯერემი დოკუ იკავებს, რომელსაც 155 დრიბლინგი ჰქონდა, კილიან მბაპეს კი 144.
ისტორიის მანძილზე, ერთ კალენდარულ წელიწადში ყველაზე მეტი დრიბლინგი ლეო მესის ჰქონდა (297). ეს შედეგი ლეომ 2015 წელს დააფიქსირა.









