პარიზელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს.
ლიონმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა, რამოსმა დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი ბერალდოს ანგარიშზეა - ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა და პსჟ-მ 4:1 მოიგო.
29 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 66 ქულა აქვს, უახლოეს მდევრებს მთელი 11 ქულით ასწრებს და მორიგ ჩემპიონობას უახლოვდება.









