გიორგი მამარდაშვილი ლივერპულმა ოფიციალურად წარადგინა. მერსესაიდულ კლუბში მისი დებიუტი უკვე შედგა. მამარდაშვილმა პრესტონის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლივერპულმა 3:1 მოიგო.
ლივერპულთან დაახლოვებული გამოცემა Liverpoolecho მამარდას დებიუტს ეხმაურება და ხვიჩა კვარაცხელიას ჩაშლილ ტრანსფერსაც იხსენებს.
"მოსამზადებელი ეტაპის პირველ მატჩში არნე სლოტის ლივერპულმა პრესტონი 3:1 დაამარცხა. ამ მატჩში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავის თანამემამულეს გიორგი მამარდაშვილს ლივერპულში გადასვლა მიულოცა. ახლოს ვიყავით, რომ ეს ორი ფეხბურთელი ლივერპულში ერთად გვენახა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ლივერპული კვარაცხელიას შეძენით ინტერესდებოდა, თუმცა ქართველი ვარსკვლავი ფრანგულ გრანდში გადავიდა", - წერს მერსესაიდული გამოცემა.









