მას შემდეგ, რაც 58 წლის იტალიელმა მილანი დატოვა, ნაპოლი და ბოლონია მის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავდნენ, თუმცა ერთ გუნდში ანტონიო კონტე მივიდა, მეორეში კი - ვინჩენცო იტალიანო. ჩვენთვის ცნობილია, რომ პიოლის პრემიერ ლიგაში სურს მუშაობა, თუმცა ამ დრომდე არც ერთ კლუბს მისთვის შეთავაზება არ გაუკეთებია.
ალ-იტიჰადმა 2023/24 სეზონი მე-4 პოზიციაზე დაასრულა, კლუბი კი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. სტეფანო პიოლის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.









