"კლოპის შესახებ უახლეს ამბებს გავეცანი. ეს მისი გადაწყვეტილებაა, მიზეზებიც თავად უკეთ იცის და პატივი უნდა ვცეთ. ვფიქრობ, კლოპის სამწვრთნელო კარიერა ამით არ სრულდება.
როგორც დორტმუნდში, ისე ლივერპულში, მან დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია და წარმატებული მუშაობა სხვა კლუბებშიც შეუძლია", - განაცხადა ალეგრიმ.
ჯერჯერობით, კლოპის შემცვლელის ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა მერსესაიდულ კლუბს "ლევერკუზენის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს უკავშირებენ.









