ხვალინდელი მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა, ისაუბრა, რომლისთვისაც დანიასთან შეხვედრა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იქნება.
„ველოდებით, მძიმე, ძალიან მძიმე თამაშს, მოტივირებული და ფიზიკურად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურს და ამისთვის ისინი იყენებენ იმ ფაქტს, რომ ფინეთმა დანია აირჩია ჯგუფში. რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთეთ, ბოლო დღეებში გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს, ჩვენ საუკეთესო კალათბურთს ნამდვილად ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ იმედია რომ ეს თამაში პოზიტიური შედეგისთვის საკმარისი იქნება.
მჯერა გუნდი მომავალში უკეთ ითამაშებს, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ და ბიჭები მიხვდებიან, როგორ შემიძლია დავეხმარო მათ საკუთარი თავის მაქსიმალური შედეგის ჩვენებაში. ამის შემდეგ ეს ფაქტორები უნდა გავაერთიანოთ, ის, რაც შეიძლება ინდივიდუალურად კარგი იყოს, გუნდისთვის დადებითად არ მოქმედებდეს და პირიქით, თუ რაიმე გუნდისთვისაა სასარგებლო, მოთამაშისთვის კარგს არ ნიშნავს. მჯერა კალათბურთელები გაიაზრებენ, რას ნიშნავს გუნდის ერთიანობა და მზად იქნებიან ერთმანეთისთვის თავი გაწირონ. დასაწყისიდანვე ვცდილობდით, რომ დანიაზე ზედმეტი არ გვეფიქრა. ვგულისხმობ ოპონენტს, რადგან ეს ისაა, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, ვცდილობდით გაგვერკვია, თუ როგორ შეგვეძლო მაქსიმალური ხარისხის მიღწევა და სისუტეების დამალვა,“ - განაცხადა ალეკსანდარ ჯიკიჩმა.
საქართველოს ნაკრებმა დღეს, ნესტვედ-არენაზე გენერალური ვარჯიში ჩაატარა. საქართველოსა და დანიის მატჩი ხვალ, 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.









