ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, სადაც რეალ მადრიდი მარსელს დაუპირისპირდა, ტრავმა მიიღო სამეფო კლუბის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა.
როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ინგლისელმა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი დაიზიანია, რის გამოც საკუთარ გუნდს 6-დან 8 კვირამდე ვერ დაეხმარება.
26 წლის განაპირა მცველმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.









