პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, ალისონ ბეკერმა მძიმე დაზიანება მიიღო. კრისტალ პალასთან მატჩში 32 წლის მეკარემ, მარჯვენა ფეხზე ბარძაყის სერიოზული ტრავმა მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, ბრაზილიელი დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს. როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, ალისონს ოპერაციული ჩარევა არ დასჭირდება.
ლივერპულის ოფიციალურ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე დიდი ალბათობით ნოემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება.