ლივერპულის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, ალისონ ბეკერმა ბურთით ვარჯიში განაახლა და დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. ბრაზილიელი მეკარე იმაზე ბევრად სწრაფად დაბრუნდა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.
33 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ მოედანზე ვარჯიშს შეუდგა, ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი ბრაზილიელი მეკარე ლივერპულის დახმარებას მალე შეძლებს.
შეგახსენებთ, ბრაზილიელმა მეკარემ ტრავმა 30 სექტემბერს, გალათასარაისთან მატჩში მიიღო, რის შემდეგაც 5 მატჩის გამოტოვება მოუწია.









