ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ლივერპულმა მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და პსვ-სთან საკუთარ მოედანზე 1:4 განადგურდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა გააკეთა.
"ძალიან გაბრაზებული ვარ. გასაგებია, რომ ალისონი ლივერპულის ძალიან აკლია, თუმცა ფაქტია, ვან დაიკი თავის თავს არ ჰგავს და იმ ფორმაში არ არის, როგორსაც ვიცნობთ.
არ არის ფორმაში სალაჰიც. ასე გაგრძელება არ შეიძლება და სასწრაფოდ რაიმეა შესაცვლელი", - განაცხადა კარაგერმა.
კარაგერი იმის წინააღმდეგიც არაა, რომ არნე სლოტმა მერსესაიდული კლუბი დატოვოს.









