ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა და მეკარეების თემასაც შეეხო.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ მესრსაიდელთა ძირითადი მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენით იუვენტუსი ინტერესდება.
"ალისონის რეაბილიტაციის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მის მოედანზე დაბრუნებას უნდა ველოდოთ. ჭორები მის ახალ კლუბზე? - ამაზე რეაქცია არ გვაქვს. ფოკუსირებულები მხოლოდ ახლო მომავალზე ვართ. ამ ახლოს მომავალში კი გვსურს, რომ ალისონი მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს", - განაცხადა სლოტმა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გიორგი მამარდაშვილის ტრავმაზეც ისაუბრა, რომელიც მან ევერტონის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მამარდაშვილი ხვალინდელ მატჩში ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, ის მომდევნო კვირებშიც ვერ დაგვეხმარება"
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 34 ტურში ლივერპულის საკუთარ მოედანზე კრისტალ პალასს მიიღებს.









