"ზოგჯერ არავინ ეკითხება მოთამაშეებს, თუ რას ფიქრობენ მეტი თამაშის დამატებაზე. შესაძლოა, ჩვენს აზრს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველამ იცის, რას ვფიქრობთ მეტი თამაშის ჩატარებაზე. სიმართლე გითხრათ, ყველა დაიღალა ამით.
ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს მედიისა და ტელევიზიის მხარე, რომელიც პირდაპირ კავშირშია უეფასთან, ფიფასთან და პრემიერ ლიგასთან, ეს კარგად ვიცით, სულელები არ ვართ — ისიც მესმის, რომ ხალხს მეტი თამაშის ყურება სურს, მაგრამ გონივრული იქნება, რომ ყველა ეს მხარე, რომელიც მე ვახსენე და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კალენდრის შედგენაზე, ერთად დასხდნენ და მოუსმინონ ყველა მხარეს, მათ შორის მოთამაშეებს.

"თუ დაღლილი ხარ, მაღალ დონეზე ვერ იასპარეზობ. მე მინდა, რომ ყველა თამაშში მაქსიმუმი გავცე, თუმცა სიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება და გამოსავალს სამწუხაროდ ვერ ვხედავ. ფეხბურთელებს აზრს არავინ ეკითხება."









