ალისონ ბეკერის ტრავმის შემდეგ, ლივერპულის კარში რვა მატჩით გიორგი მამარდაშვილი ჩადგა. ახალგაზრდა კარის დარაჯმა კარი მშრალად შეინახა რეალ მადრიდთან, ასტონ ვილასა და გალათასარაისთან შეხვედრებში. ამის გარდა, ქართველმა გოლკიპერმა მანჩესტერ სიტისთან დაპირისპირებაში ერლინგ ჰოლანდს 11-მეტრიანი აუღო.
ახლა სანაკრებო შესვენებაა, რომლის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა განკარგულებაში ბრაზილიელი მეკარე დაბრუნდება. ინგლისური კლუბის ქომაგებმა თავიანთი ახალწვეული გოლკიპერის თამაში შეაფასეს დადებითად და მისი ხილვა სურთ "წითლების" უახლოეს შეხვედრაშიც, ნოტინგემ ფორესტთან.
The Immortal Kop-ის ენფილდის ბინადრების მეკარისთვის მიძღვნილ პოსტს ამ მომენტისთვის აქვს 290 ათასი ნახვა, 417 კომენტარი და 111 რეტვიტი. არნე სლოტის გუნდის ქომაგების უმეტესობა 25 წლის გოლკიპერს აქებს და ერთ-ერთი მათგანი იმასაც კი იძახის, რომ მათ კლუბს სხვა კარის დარაჯი არ სჭირდება.
"ალისონის ტრავმის შემდეგ, ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ მამარდაშვილი იყო. ასეთ ტემპში თუ გააგრძელა თამაში, ბეკერის დაბრუნება აღარ იქნება საჭირო. იმედი მაქვს, ქართველ გოლკიპერს ნოტინგემთან შეხვედრაშიც ვიხილავთ."









