ყველამ ვიცით, რომ ბრაზილიელი მეკარე მიდრეკილია ტრავმებისკენ და პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში მან მორიგი დაზიანებაც მიიღო. ეს ნიშნავს, რომ "სქაუზერთა" გოლკიპერზე მთელი სეზონის მანძილზე დაყრდნობა სახიფათოა. დავუბრუნდეთ ქართველ კარის დარაჯს, რომლის გაფორმებით უკმაყოფილო კაოიმიჰინ კელეჰერი დარჩა.
ირლანდიელმა მეკარემ ეს თქვა საჯაროდ, თუმცა ფაქტია, რომ ენფილდელებმა ახალი კარის დარაჯის დამატებით სწორი ნაბიჯი გადადგეს, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ კლუბი მას გრძელვადიან პერსპექტივაში ამჟამინდელი 1-ელი ნომრის შემცვლელად არ განიხილავს. "ღამურების" გოლკიპერი კი ევრო 2024-ზე შთამბეჭდავი იყო და საქართველოს ეროვნულ გუნდს 1/8 ფინალში გასვლაში დაეხმარა.
24 წლის მეკარე უკვე რამდენიმე სეზონია, რაც "ლოს ჩეს" წევრია და ლა ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობს. მან 2022/2023 წლების სეზონიდან მოყოლებული, მონაწილეობა თითქმის ყველა მატჩში მიიღო და ზედიზედ 69 შეხვედრა ჩაატარა - ლივერპულის 32 წლის გოლკიპერთან შედარებით, ეს ძალიან დიდი სხვაობაა.
ამ სეზონში მერსისაიდელებმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ შვიდი შეხვედრა გამართეს, თუმცა ალისონი უკვე ორჯერ დაკარგეს. კრისტალ პალასთან შეხვედრაში ბრაზილიელმა გოლკიპერმა ბარძაყი კვლავ დაიზიანა, რის გამოც ბორნმუთთან და ვესტ ჰემთან გასამართი მატჩებიც გამოტოვა. "წითლებისთვის" კარგი ისაა, რომ ბეკერმა დაზიანება სანაკრებო პაუზამდე მიიღო.
"სქაუზერები" თავიანთი მეკარის დაბრუნებას უახლოეს შეხვედრებში არც ელიან. მას რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება. უკვე არაერთი სეზონია, რაც ენფილდელთა 1 ნომერს ტრავმიანობა აწუხებს. 2024 წელს ალისონმა ბარძაყის არეში ტრავმა 3-ჯერ მიიღო, რის გამოც ლივერპულმა ზაფხულში მამარდაშვილი შეიძინა.
32 წლის მეკარე ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, თუმცა "მურსელაგოსის" 25-ე ნომრის ტრანსფერის მეშვეობით მომავლისთვის პრობლემის გადაჭრა აჩვენებს, რომ ხელმძღვანელობა კარგად მუშაობს.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











