ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ალისონ ბეკერი დაკარგა. როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, 32 წლის ბრაზილიელმა მეკარემ მარჯვენა ფეხზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც პირველადი ინფორმაციით 3 კვირას გამოტოვებს.
სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ალისონ ბეკერი პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩელსისთან ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
გამოცდილი ბრაზილიელი მეკარე ოქტომბრის სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს, რის შემდეგაც ახალი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და გაირკვევა თარიღი თუ როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებასა და ლივერპულის დახმარებას.









