ჩემპიონთა ლიგის ფაზის მატჩი გალათასარაისა და ლივერპულს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მერსეისაიდელთა მთავარმა მეკარემ ალისონმა ტრავმა მიიღო და კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
უკვე დადასტურებულია, რომ მამარდაშვილი პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში, ჩელსის წინააღმდეგაც დაიცავს ლივერპულის კარს.
მამარდას გუშინდელ მატჩს ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
"ალისონს მალე გამოჯანმრთელება, თუმცა დიდად არ ვდარდობთ, რადგან მამარდაშვილი გვყავს"
"მომდევნო კვირებში მამარდაშვილის გაბრწყინებას ვიხილავთ"
"მამარდაშვილი არაჩვეულებრივი მეკარეა და ამ პოზიციაზე პრობლემა არ გვექნება"
"არ მეშინია, რადგან მამარდაშვილი კარგი მეკარეა"









