მადრიდის რეალიდან წასვლის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტის, ჩაბი ალონსოს მომავალს ლივერპულს უწინასწარმეტყველებენ. თუ მერსესაიდელთა ცუდი სერია გაგრძელდება, სლოტის ნაცვლად სწორედ ალონსოს მიიყვანენ.
ამასთან დაკავშირებით, გუშინდელ პრესკონფერენციაზე სახალისო კომენტარი არნე სლოტმა გააკეთა.
"ალონსო ალივერპულში მოდის? - დიახ, მან დამირეკა, ვესაუბრე და მკითხა, რაც ვფიქრობ ამ გუნდზე, შეიძლება ხვალვე მოვიდეო.
ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. რა უნდა ვთქვა? - ლივერპულთან ერთად პრემიერ ლიგა მოვიგე, ეს წელი ცოტა რთულია, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი გამოსწორდება.
18 თვეა ლივერპულში ვმუშაობ და ყველაფრით კმაყოფილი ვარ, ამიტომ ჭორებს არ დაუჯეროთ", - განაცხადა სლოტმა.









