გამარჯვებული გამოვიდა ჩაბი ალონსოს გუნდი, რომელმაც მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა. ცნობისთვის, 37-ე წუთის შემდეგ, "ფარმაცევტები" 10 კაცით დარჩნენ, 88-ე წუთამდე კი აგებდნენ.
ლევერკუზენი თამაშში პატრიკ შიკმა დააბრუნა, რომელმაც ალექს გრიმალდოს საგოლე გადაცემით ისარგებლა.
რაც შეეხება პენალტების სერიას, შტუტგარტმა ვერ გამოიყენა ორი დარტყმა, რის შედეგადაც ბაიერმა 4:3 მოიგო.











