ორი ბასკი ბიჭის ისტორია სან სებასტიანში იწყება, სადაც ჩაბი ალონსომ და მიკელ არტეტამ ფეხბურთის თამაში დაიწყეს. სამოყვარულო კლუბს საკუთარი სტადიონიც კი არ ჰქონდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც ჩაბი ალონსო ლივერპულში გადავიდა, ხოლო არტეტა რეინჯერსმა იყიდა, მათმა ბავშვობის კლუბმა 1,3 მილიონი ევრო მიიღო.

ჩაბი ალონსოს პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1999 წელს იწყება, როდესაც სოსიედადთან აფორმებს კონტრაქტს და მეორე გუნდის წევრი ხდება. 2000 წელს, ის მთავარ გუნდში დააწინაურეს, სადაც 2004 წლამდე თამაშობდა და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. ჩაბი ალონსო 2004 წელს ლივერპულმა შეიძინა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა და 2009 წელს, კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელა. მან სამეფო კლუბში არაერთი ტიტული, მათ შორის ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, მოიგო. 2014 წელს ესპანელი ნახევარმცველი ბაიერნში გადავიდა, სადაც, 2017 წელს, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
მიკელ არტეტას საფეხბურთო კარიერა განსხვავებულად წარიმართა - 1999 წელს ის ბარსელონას მეორე გუნდში აღმოჩნდა, თუმცა პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. 2005 წლამდე, არტეტა სხვადასხვა დროს პსჟ-ს, რეინჯერსისა და სოსიედადის ღირსებას იცადა, ხოლო 2005 წლიდან პრემიერ ლიგაში გადაბარგდა, სადაც ლივერპულის ლურჯ მხარეს, ევრტონში აღმოჩნდა. 6-წლიანი ლივერპულური კარიერის შემდეგ, 2011-16 წლებში არსენალის რიგებში თამაშობდა, სადაც დაასრულა კიდეც საფეხბურთო კარიერა.

“ჩვენ ერთ სკოლაში არ დავდიოდით, მაგრამ ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან. ძალიან ძლიერი ახალგაზრდული გუნდი გვყავდა და ყველაფრის მოგება მოვახერხეთ. ერთი სამეზობლოდან დავიწყეთ და ელიტურ ფეხბურთში განსხვავებულ მხარეს მოვხვდით. ლივერპულის ცენტრში ერთ კორპუსში ვცხოვრობდით, თუმცა ერთ გუნდში აღარ ვთამაშობდით. როდესაც მოედანზე ხარ, მეგობრობა უნდა დაივიწყო და კიდევ უფრო მეტად უნდა მოინდომო გამარჯვება“ - მიკელ არტეტა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ორივემ სამწვრთნელო კარიერა დაიწყეს - ჩაბი ალონსო რეალ სოსიედადში დაბრუნდა, ხოლო არტეტამ მანჩესტერ სიტიში გვარდიოლას თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. დღეს კი მათი გუნდები ევროპაში წამყვან ადგილებს იკავებენ - ლევერკუზენი ბუნდესლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო არსენალი პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ზაფხულში, როდესაც არსენალმა დეკლან რაისი დაიმატა და გრანიტ ჯაკას გაყიდვა გადაწყვიტა, არტეტამ ალონსოს დაურეკა და მისი ტრანსფერი შესთავაზა. ჩაბიმ მიიღო მეგობრის რჩევა და დღეს ჯაკა მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

სან სებასტიანში დაწყებული ორი ბასკი ბიჭის ისტორია დღეს უკვე გერმანიასა და ინგლისში გრძელდება. ჩაბი ალონსო ძალიან ახლოს არის, რომ ლევერკუზენს გერმანიის ბუნდესლიგა ისტორიაში პირველად მოაგებინოს, ხოლო მიკელ არტეტამ ოთხეულისთვის მებრძოლი არსენალი, პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდად აქცია. ალონსი სეზონის დასრულების შემდეგ ლივერპულში კლოპის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება, ხოლო არტეტას გადმობირებას ბარსელონა შეეცდება.