მადრიდის რეალმა დინ ჰაუსენი ბორნმუთიდან 60 მილიონ ევროდ იყიდა. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ცენტრალური მცველი გახდა ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი მოთამაშე "სამეფო კლუბის" ისტორიაში. ბოსკომბელთა უკანახაზელის ტრანსფერამდე, ეს სტატუსი ჩაბი ალონსოს ეკუთვნოდა.
2009 წელს, სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებმა ესპანელი ნახევარმცველი ლივერპულიდან 34.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმეს. ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ "ფურია როხას" ახალგაზრდა უკანახაზელის დამრიგებელი რეალში სწორედ ლევერკუზენის ბაიერის ყოფილი თავკაცი იქნება.
მადრიდელების ყოფილი მე-14 ნომრის გარდა, 20 წლის ცენტრალური მცველი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელების სიაში უსწრებს ისეთ გამორჩეულ მოთამაშეებს, როგორებიც არიან სერხიო რამოსი და ისკო ალარკონი. ამის გარდა, გვხვდება "ალუბლების" მე-2 ნომერზე ძვირადღირებული მხოლოდ 2 ესპანელი უკანახაზელი: მარკ კუკურელია (65.3 მილიონი) და ემერიკ ლაპორტი (65 მილიონი).
ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელები რეალის ისტორიაში
| ფეხბურთელი | სატრანსფერო თანხა |
| დინ ჰაუსენი | 59 მილიონი ევრო |
| ჩაბი ალონსო | 34.5 მილიონი ევრო |
| ასიერ ილარამენდი/ალვარო ოდრიოსოლა | 32 მილიონი ევრო |
| ისკო ალარკონი/ალვარო მორატა | 30 მილიონი ევრო |
| სერხიო რამოსი | 27 მილიონი ევრო |









