ამ საინტერესო დუელის წინ, კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა და შანსები შეაფასა.
"ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია და გამონაკლისი არც ჩვენი მომავალი მეტოქეა. პსჟ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ეს ბრესტთან მატჩშიც გამოჩნდა.
ამას გარდა, წელს ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე შედეგები დააფიქსირეს, მოუგეს შტუტგარდს, მანჩესტერ სიტის, ხირონას და ზალცბურგს. ჩვენს მსგავსად, ისინიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერები არიან.
პსჟ უკვე ძალიან დიდი ხანია დაუმარცხებელია და ამ ფაქტით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ჩვენთვის ეს საინტერესო გამოწვევა იქნება", - განაცხადა სლოტმა.









