დანიელის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, პაოლო მალდინიმ კომენტარი გააკეთა:
"დანიელი ყოველთვის ბევრს მუშაობდა და დღეს ის იმსახურებს ამ შესაძლებლობას. ის ძალიან გაიზარდა, ბევრ სათამაშო ასპექტში მოუმატა და ვფიქრობ დაიმსახურა ნაკრებში თამაში.
ამ გვარის (მალდინი) ტარება ადვილი არ არის, შესაბამისად, მას ფსიქოლოგიური მზადყოფნა სჭირდება. ის ძლიერი უნდა იყოს."
დანიელ მალდინიმ მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა და მონცაში გადაბარგდა. ახალაგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.









