მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ პარის სენ-ჟერმენის დატოვება გაიხსენა. ვარსკვლავურმა შემტევმა ისაუბრა იმ ფაქტის შესახებ, რომ მისი პსჟ-დან წასვლის შემდეგ, აღნიშნულმა კლუბმა ევროპის მთავარი ტურნირი მოიგო.
"ვნანობ თუ არა პარის სენ-ჟერმენიდან წასვლას? ეს რომ მექნა უფრო ადრე, რის შემდეგაც ისინი გამხდარიყვნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, დიახ, ვინანებდი, რადგან დაუმთავრებელი საქმის შეგრძნება მექნებოდა. რეალურად კი პსჟ-ში 7 წლის მანძილზე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე.
წიგნში არ დარჩა ფურცელი, სადაც ახალი თავის დაწერას შევძლებდი. წასვლის დრო იყო, ახალი ისტორია კი სხვა ფეხბურთელებს უნდა შეექმნათ. დორტმუნდთან წაგება 1/2 ფინალში? ალბათ 500-ჯერ რომ გვეთამაშა, 499-ჯერ მოვიგებდით", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.









