საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ლივერპულის ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბარში გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ფრანგმა დამრიგებელმა აღნიშნა, თუ როგორ შეუძლია ქართველ გოლკიპერს მერსისაიდელთა უკანახაზის გაძლიერება.
"როდესაც ნაკრების პირველი მეკარე გადადის ლივერპულში, ეს შესანიშნავი ამბავია, არა მხოლოდ მამარდაშვილისთვის, არამედ, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის. დარწმუნებული ვარ, გიორგი ფსიქოლოგიურად მზად არის ამ ყველაფრისთვის და ზეწოლასაც გაუძლებს. ჩვენ ხომ ტოპ კლასის გოლკიპერზე ვსაუბრობთ.
ქართველი მეკარე მაღალია, თუმცა ამავდროულად სწრაფი. თუ ვსაუბრობთ მოგერიებებზე, ჩემი აზრით, ამ კომპონენტში ის საუკეთესოა. ჩვენი ეროვნული გუნდის გოლკიპერმა იცის, თუ როგორ დაამშვიდოს თამაში, რადგან თვითონაც ძალიან მშვიდია და ეს სიმშვიდე გადამდებია."









