ლა ლიგის მეშვიდე ტურში გაიმართა მადრიდული დერბი, რომელშიც რეალი ატლეტიკოსთან 2:5 დამარცხდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ლეგენდარული ხოსე მარია გუტი, რომელმაც "როხიბლანკოს" მთავარ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიეგო სიმეონე მხოლოდ "სამეფო კლუბთან" მოგებაზეა ორიენტირებული.
"ატლეტიკოს გამარჯვება იყო შთამბეჭდავი, თუმცა ამ გუნდის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სიმეონე მხოლოდ რეალთან მოგებაზეა ორიენტირებული. "როხიბლანკო" ყოველ შეხვედრაში უნდა იყოს ისეთი შემართებიც, როგორიც "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ დაპირისპირებაში ვნახეთ.
ასეთ შემთხვევაში "ინდიელები" იფიქრებენ არა მხოლოდ "ბლანკოსის" დამარცხებაზე, არამედ ტიტულების მოპოვებაზეც. ფაქტია, რომ დიეგოს ჰყავს შემადგენლობა, რომელსაც ერთი კონკრეტული შეხვედრის მოგების გარდა, ბევრად მეტი შეუძლია."









