"ამ მომენტისთვის სიახლე არ მაქვს. შეთანხმება არც ერთ კლუბთან არ მაქვს, თავისუფალი ვარ და შემოთავაზებებს ველოდები.
მაგრამ არ იდარდოთ, ზაფხულში დაბრუნებას ვგეგმავ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მუშაობა ყველგან შემიძლია.
პორტუგალია? არასოდეს თქვა არასოდეს. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
ჟოზე მოურინიომ იტალიური რომა 16 იანვარს დატოვა. როგორც თავიდანვე ცნობილი გახდა, პორტუგალიელი სპეციალისტი სეზონის დასრულებას დაელოდებოდა და შემდეგ აარჩევდა ახალ კლუბს.









