როგორც ბარსელონას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ანდრეას კრისტენსენმა გუნდის ბოლო ვარჯიშზე მარცხენა მუხლზე ჯვარედინი იოგები დაიზიანა, რის გამოც მიმდინარე სეზონში თამაშს დიდი ალბათობით ვეღარ შეძლებს.
პირველადი ინფორმაციით, 29 წლის დანიელ ცენტრალურ მცველს ოპერაციული ჩარევა არ დასჭირდება და მკურნალობის განსხვავებულ კურსს ჩაიტარებს.
ანდრეას კრისტენსენის ანგარიშზე ამ სეზონში 17 ჩატარებული მატჩია, რა დროშიც გამოცდილმა ფეხბურთელმა 1 გოლის გატანა მოახერხა.
ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ დანიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.









