დადასტურებულად — ლუკა მოდრიჩს ყვრიმალის ძვლის ორმაგი მოტეხილობა დაუდასტურდა, რის გამოც მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.
ვეტერანმა ხორვატმა ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში, იუვენტუსთან შეხვედრაში მიიღო, როდესაც მანუელ ლოკატელის თავით შეეჯახა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
პირველადი ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება არ ემუქრება.









