დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური მატჩი მონაკოსა და პსჟ-ს შორის.
მატჩის წინ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა, რენთან მარცხზე ისაუბრა და კრიტიკოსებს უპასუხა.
"პსჟ-ს გარშემო სულ ხმაურია, ეს გასაკვირი არაა და ამას მიჩვეულები ვართ, ყველა ჩვენზე საუბრობს და უნდა შევეგუოთ.
ჩვენი მენტალიტეტი არ შეცვლილა - ვიცით, რომ ამ ტურნირზე ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და გავიმარჯვოთ.
მარსელთანაც და რენთანაც კარგი მატჩები გვქონდა, მარსელს 5 გოლი გავუტანეთ, რენს ერთი და წავაგეთ, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით.
ჩვენ ასევე მიჩვეულები ვართ ჩამორჩენის შემდეგ დაბრუნებას, ამიტომ საგანგაშო არაფერია და გუნდში არაფერი შეცვლილა", - განაცხადა ენრიკემ.









