დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია 89-60 დაამარცხა და ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია. "თბილისი არენაზე" მოპოვებული გამარჯვებით, საქართველოს ჯგუფიდან გასვლა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, თუ რომელი ადგილით გავა ეს ბოლო 2 მატჩში გაირკვევა.
დღევანდელი შეხვედრის შესახებ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ისაუბრა:
"პირველ რიგში მადლობა გულშემატკივარს, სახლში თამაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მთლიანობაში დადებითად შევაფასებ ბოლო მატჩებს, ჩემი აზრით დანიაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება შევძელით.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის ახალწვეულებს, მე ძალიან ამაყი ვარ მათით, როგორც ვეტერანებმა ისე ითამაშეს, ეს მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარეობს, ვულოცავ ასეთ დებიუტს ახალწვეულებს და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.
რაც შეეხებამარკის რიდს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 3 ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული გუნდთან ერთად დაამტკიცა, რომ ყველაფერი შეუძლია, ჩაგდებაც, პასის მიცემაც, დაცვასაც კარგად თამაშობს და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება.
მიხარია და ყოველთვის ველოდები საქართველოში თამაშს, რადგან ჩვენი გულშემატკივრის წინაშე თამაში არის ის მომენტი, რასაც მთელი წლის განმავლობაში ველოდები ხოლმე და მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო."









