დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა უკრაინას კრაინასთან 79-92 წააგო.
მატჩის შესახებ შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ისაუბრა:
“რა თქმა უნდა, ემოციური დღე იყო, ძალიან გვინდოდა მოგვეგო და გარჯვება გიორგი შერმადინისთის მიგვეძღვნა, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მინდა მადლობა გადავუხადო გიოს მისი ოცწლიანი სანაკრებო კარიერისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის და მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ამაყი ვარ მისით და მთელი გუნდის სახელით ვუხდი მადლობას.
ძალიან სამწუხაროა დღევანდელი მარცხი, ჩემი აზრით, სახლში თამაშის უპირატესობა უნდა გამოგვეყენებინა, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, წინ რთული მატჩი გველოდება ესპანეთთან, ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, გამარჯვებას მოვიპოვებთ.”
მორიგ შეხვედარს საქართველოს კალათბურთელთ ეროვნული ნაკრები 30 ნოემბერს, ტენერიფეში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.









