საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, მერსესაიდულ კლუბში გადასვლის შემდეგ, მამარდაშვილს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უწევს.
"მამარდაშვილი და გუგეშაშვილი თავიანთ კლუბებში სათადარიგოთა სკამზე არიან. ამით ბედნიერი ნამდვილად არ ვარ. მათ კლუბები შეიცვალეს და ეს თავიანთი გადაწყვეტილება იყო.
იმედია, ახლო წარსულში ეს სიტუაცია გამოსწორდება და სათამაშო დრო ექნებათ, რადგან თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნება.", - განაცხადა სანიოლმა.









