დღეს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, 93:79 წააგო და ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მე-6 ევრობასკეტზე იასპარეზა და ისტორიაში პირველად შეძლო მეოთხედფინალში თამაში, თანაც სენსაციური გამარჯვებებით.
მატჩის შესახებ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ისაუბრა:
"რაც შეეხება საქართველოს ნაკრებში ჩემ მუშაობას, დიახ მე სერბი ვარ, მე ძალიან მშვიდი ქვეყნიდან მოვდივარ, რომელიც ცნობილია თავისი მომთმენობითა და კეთილგანწყობით. საქართველოს ნაკრებს კარგად შევეწყვე, მე ძალიან ვამაყობ მათით, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა გამოვიარეთ და რა სახის პრობლემები გვქონდა.
ჩვენი მიზანი თავდაპირველად ევრობასკეტზე მოხვედრა იყო, შემდეგ ჯგუფიდან გასვლა და რიგაში ჩამოსვლა, ესეც შევძელით, შემდეგ კი ტოპ 16-ში ძლიერი მოწინააღმდეგე დავამარცხეთ და 8 საუკეთსო გუნდს შორის მოვხვდით. ვფიქრობ, რომ ფინეთისთვის რთული მეტოქე ვიყავით.
კმაყოფილი უნდა ვიყო? ვამაყობ? კმაყოფილი ვარ?- ეს სხვადასხვა რამაა, როგორც თორნიკე შენგელიამ თქვა, ვფიქრობთ, რომ შეგვეძლო უკეთესები ვყოფილიყავით, მაგრამ მე ვამაყობ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ახლა ვერ ვისუაბრებ, რადგან NBA-ში ორი კალათბურთელი გვყავს, ორი ევროლიგაში. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, გააჩნია რა მოცემულობით მოგვიწევს თამაში, ძირითადად დაპირებებს არ ვიძლევი. ჩვენ ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ. ზოგჯერ პროცესი საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალიან ვამაყობ იმით, რაც აქ გავაკეთეთ."









