ესპანეთის ჩემპიონატის ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩმა მოლოდინი გაამართლა. სევილიასა და ვილიარეალის შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
მე-17 წუთზე ვილიარეალი დაწინაურდა, თუმცა ანდალუსიელებმა მეორე ტაიმის სტარტზე გაათანაბრეს და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო.
69-ე წუთზე მოედანზე ჟორჟ მიქაუტაძე შემოვიდა. თუ გასულ ტურში მიქაუტაძემ გოლი გაიტანა, ამჯერად მან საგოლე გადაცემა გააკეთა და სოლომონს გაატანინა.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ შეტევა ცენტრიდან დაიწყო და თანაგუნდელს იდეალური გადაცემა გაუკეთა. ვილიარეალმა 1:2 გაიმარჯვა და 13 ქულით კვლავ მესამე პოზიციაზეა.









