პარატაეკვონდოში გამართულ ლოს ანჯელესის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე, ანა ჯაფარიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბრაზილიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ნახევარ ფინალში თურქ მოწინააღმდეგეს სძლია, ფინალი კი მექსიკელ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ანა ჯაფარიძემ აშშ-ში საერთაშორისო ტურნირზე მედალი მოიპოვა









