ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ანასტასია გოტფრიდმა (+86 კგ) საქართველოს ორი მედალი მოუტანა.
მძიმე წონის წარმომადგენელმა ატაცში 118 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, აკვრაში 144 კილოგრამით მეოთხე შედეგი ჰქონდა, თუმცა ორჭიდის შედეგად 262 კილოგრამს მოუყარა თავი და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
დღეს მძიმე წონაში ასევე იასპარეზა მარიამ მურღვლიანმა, რომელსაც ატაცში 108 კილოგრამით მერვე შედეგი ჰქონდა, აკვრაში დაძლეულით 130 კილოგრამით მეათე ადგილი დაიკავა, ორჭიდის (238) შედეგად კი მე-9 ადგილზე დაასრულა გამოსვლა.









