"4:0 ბაიერნთან? - ის შეხვედრა ტკბილად მახსენდება. იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა და ამჯერად უკვე ახალი ისტორია დაიწერება. ჩვენი მოწინააღმდეგე უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, რადგან მიუნხენელებს რეალთან ურთიერთდაპირისპირებების საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვთ. მათი ჩამოწერა არ ღირს.
არ ღირს "რეკორდმაისტერის" შეფასება ბუნდესლიგის ტიტულის დათმობის გამო, ისინი არიან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ამით კი ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა მადრიდელთა დამრიგებელმა, რომელსაც თავის კარიერაში ბავარიელებთან ერთი წაგებაც არ აქვს. ცნობისთვის, მისი მონაგარი ასე გამოიყურება: 6 მოგება და 2 ფრე.











